ბათუმის “დინამო” საქართველოს ჩემპიონობას დღეს ოფიციალურად გაიფორმებს

03 დეკემბერი 2021, 11:25 375 ნახვა

‘’დინამო’’ ბათუმი დღეს საქართველოს ჩემპიონობას ოფიციალურად გაიფორმებს.

‘’დინამო’’ ფორმალურ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე გორის ‘’დილას’’ დაუპირისპირდება და შეხვედრის დასრულების შემდეგ ბათუმელები ისტორიაში პირველად მოპოვებულ  საჩემპიონო ფარს და ოქროს მედლებს ჩაიბარებენ. გაიმართება დაჯილდოვების ცერემონია.

ხოლო ხვალ ზეიმი ბათუმის ქუჩებში გაგრძელდება, საჩემპიონო მსვლელობა 15 საათზე რუსთაველის გამზირზე დაიწყება და ბულვარში, კოლონადებთან გალა კონცერტით დასრულდება.

ბათუმელებმა მიმდინარე სეზონის 35 მატჩიდან 21 მოიგეს, 11 ფრე ითამაშეს და მხოლოდ სამჯერ დამარცხდნენ. 

დინამოსა და დილას შეხვედრა 19 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში