ჩავუშოღლუ ეუთო-ს მინისტერიალზე

02 დეკემბერი 2021, 18:13 1023 ნახვა

სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს.  ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  სტოკჰოლმში ეუთო-ს მინისტერიალზე გამოსვლისას განაცხადა. ჩავუშოღლუს თქმით, ეუთო-ს მინსკის ჯგუფს შეუძლია, სამხრეთ კავკასიაში ახალ რეალობაში თავისი წვლილი შეიტანოს და თავისი შესაძლებლობები მშვიდობისთვის გამოიყენოს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებაა საჭირო. ჩავუშოღლუ  ეუთო-ს სივრცეში მთავარ პრობლემად  ტერორიზმს, ორგანიზებულ დანაშაულს, ქსენოფობიასა და არალეგალურ მიგრაციას ასახელებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში