ჩავუშოღლუს განცხადება

01 დეკემბერი 2021, 13:55 1018 ნახვა

თურქეთი ნატოს გაფართოებას და ალიანსში სხვა მეზობელი ქვეყნების გაწევრიანებას მხარს უჭერს - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ის, რასაც თურქეთი, მათ შორის პრეზიდენტი ერდოღანი ნატოს სამიტებზე და მინისტერიალებზე აღნიშნავს.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე საუბრისას, მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, თურქული მხარე კომუნიკაციას აწარმოებს როგორც რუსეთთან, ისე უკრაინასთან და მას ბოლო პერიოდში სატელეფონო საუბრები ჰქონდა სერგეი ლავროვთან, დიმიტრი კულებასთან და ახლო მომავალში  შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი. ჩავუშოღლუს თქმით, პარასკევს რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტს გაესაუბრება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში