ბათუმში 8 ოქტომბრის ტრაგედიისას დაღუპული დათა შომახიას ნახატი სკოლაში, სადაც ის სწავლობდა 

30 ნოემბერი 2021, 11:12 2328 ნახვა

8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევისას დაღუპული დათა შომახიას ნახატი, ბათუმის N3 საჯარო სკოლის კედელზე გადაიტანეს. 

ის საჯარო სკოლაში მეშვიდე კლასში სწავლობდა. ნახატი სადაც დედა-შვილია ასახული, დათამ გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დახატა.

ტრაგედიის დროს 12 წლის მოზარდთან ერთად, დედაც გარდაიცვალა. 

სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, დაგეგმილია გამოფენის გამართვაც, სადაც დატა შომახიას ნამუშევრებს წარმოადგენენ. 

ბათუმში, 8 ოქტომბრის ტრაგედიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა​, მათ შორის სამი ბავშვი. ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთი მამაკაცი გადარჩა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში