აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას - სახელმწიფო დეპარტამენტი

29 ნოემბერი 2021, 20:05 909 ნახვა

აშშ მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომელიც 2021 წლის ბრიუსელის სამიტზე დადასტურდა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რიგაში დაგეგმილი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

აშშ-ი განაგრძობს 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები. ამ ქვეყნების წლიური ეროვნული პროგრამა ასახავს მათი ნატო-სკენ მიმავალი გზის დეტალებს. საქართველოც და უკრაინაც უკვე არიან ძლიერი შესაძლებლობების პარტნიორები, რაც აძლიერებს მათი ოპერაციული თავსებადობისა და ტრენინგების შესაძლებლობებს ნატო-ს მოკავშირეებთან.

ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა უზრუნველყოფს გზას წევრობისკენ ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, აკმაყოფილებს საჭირო ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს. ჩვენ ამ პოლიტიკის ერთგულებას დავადასტურებთ ნატო-ს სამიტზე ივნისში“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი