მაღალმთიანეთში გადაუღებლად თოვს

11 დეკემბერი 2016, 00:00 2746 ნახვა

მაღალმთიან აჭარში კვლავ ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში ორ მეტრს აღწვს. უამინდობამ პრობლემები შექმნა, როგორც ელექტრო ენერგიის მიწოდების, ისე გადადგილების კუთხით. მაღალი ძაბვის სადენების დაზიანების გამო დენი ამ დრომდე არ მიეწოდებ აბონენტების უმრავლესობას ხულოში და 700-მდე აბონენტს შუახევში. როგორც კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.  რაც შეეხება გზებს, აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს, თუმცა გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია შუბნის, წყალსაყრის და ოლადაურის თემების, ასევე მაღალი ზონის სოფლების მიმართულებით.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი