სამაშველო ოპერაცია ტყიბულში

27 ნოემბერი 2021, 17:30 825 ნახვა

ტყიბულში ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა. არსებული ინფორმაციით,   ნახშირის მასის ჩამოშლის შედეგად, ნანგრევებში სავარაუდოდ, ორი ადამიანია მოყოლილი.წინასწარი ინფორმაციით, მიწის ქვეშ მოყოლილი პირები 45 და 65 წლამდე მამაკაცები არიან.

ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის გაგა ისაკაძის განცხადებით , კარიერზე ორი მუშა გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებდა, რა დროსაც სამთო მასა ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით ტყიბულის შახტაში მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანამდე ჩასვლა, ის კონტაქტურია და მიმდინარეობს მისი გამოყვანა, ასევე გრძელდება მეორე მოქალაქის ძებნა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ  მოხდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, იმერეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები-ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი