გადაიხედება თუ არა მწვანე პასპორტი

25 ნოემბერი 2021, 12:03 1917 ნახვა

იმუშავებს თუ არა მწვანე პასპორტები- პანდემიის დამარცხების ერთ-ერთ  იარაღად? ჯერ უცნობია, ეს პირველი დეკემბრიდან გახდება  შესამჩნევი.

მთავრობასა  და  მედიკოსებს შორის  კი მწვანე სტატუსის გავრცელებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, ეს  მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ  მწვანე  სტატუსი ექნება  ასევე  მოქალაქეს,  რომელსაც  გადატანილი აქვს კორონავირუსი.

იმ ფონზე, როცა ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი დაბალია, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ  მწვანე სტატუსი მხოლოდ ვაქცინირებულ მოქალაქეებზე უნდა ვრცელდებოდეს, რადგან საგანგაშო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა  დასტაბილურდეს, შესაბამისად დამარცხდეს პანდემიაც. 

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ ეს გადაწვეტილება  ხმათა უმრავლესობით გარკვეული პერიოდით მიიღო და გადახედვასაც არ გამორიცხავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი