აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო

11 დეკემბერი 2016, 00:00 4018 ნახვა

”თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციაზე დაკავებული 2 პირის სასამართლო პროცესი 29 დეკემბრისთვის გადაიდო. სამართალდამცველებს დღევანდელ პროცესზე არ ჰქონდათ წარმოდგენილი სამხრე კამერების ჩანაწერები, რის მიხედვითაც, მსჯელობა უნდა გამართულიყო. ადვოკატის თქმით, სწორედ ეს გახდა პროცესის გადადების მიზეზი. პროცესის გადადების პარალელურად, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციაზე დაკავებული ორი პირი, შოთა ხინჩეგაშვილი და მირიან მალაყმაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათ ბრალად „ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლის დარღვევა ედებათ, რაც პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან 15 დღით თავისუფლების აღკვეთას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი