კინოთეატრებსა და თეატრებში მაყურებელთა რაოდენობა 50 პროცენტამდე გაიზრდება

24 ნოემბერი 2021, 13:58 673 ნახვა

„30-დან 50 პროცენტამდე გაიზრდება მაყურებელთა რაოდენობა კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში“, – აღნიშნული განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

გიორგი ღიბრაძის განცხადებით, მწვანე სტატუსის წარდგენა სავალდებულო იქნება რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, ღია და დახურულ სივრცეებში.

"ეს არის კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები, სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები, სასტუმროები და სამთო კურორტების საბაგირო გზები“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი