დღეს საქართველოს თასის ფინალისტები გაირკვევა

24 ნოემბერი 2021, 10:40 1139 ნახვა

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე ''საბურთალო'' ბათუმის ''დინამოს'' უმასპინძლებს.

დედაქალაქელების მიზანია თასის მოგებით ევროტურნირებზეც გავიდნენ, რადგან ჩემპიონატში ამის შანსი დაკარგეს.

შავიზღვისპირელებს კი ისტორიაში პირველად დუბლის შესრულების შანსი აქვთ. ''დინამო'' ეროვნული ლიგის  და თასის მოგებით ორ ტიტულს დაეუფლება.

დამოუკიდებელი საქართველოს საქართველოს ისტორიაში თასი ორივე გუნდს აქვს მოგებული. ''დინამო" ბათუმმა ეს 1998 წელს მოახერხა, ''საბურთალომ'' კი - 2019 წელს.

ამ კლუბებს შორის წელს 4 შეხვედრა გაიმართა, 2 მატჩი ბათუმის ''დინამომ'' მოიგო 2 კი ფრედ დასრულდა.  ''საბურთალო'' ბათუმის ''დინამოს'' მატჩი დღეს 18:00 საათზე დაიწყება.


ქობულეთში, "ჩელე არენაზე" დღეს 13:00 საათზე, ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს ქობულეთის "შუქურა" და წყალტუბოს "სამგურალი" დაუპირისპირდება. 

მიმდინარე წელს ამ გუნდებმაც 4-ჯერ ითამაშეს. 2 მატჩი ფრედ დასრულდა თითო მოგება კი გუნდებმა გაინაწილეს. 

საქართველოს დავით ყიფიანის თასსზე წელს მატჩები ერთრაუნდიანია და ფინალში გამსვლელი გუნდები კი დღეს გაირკვევა.


► რაც შეეხება კოვიდ რეგულაციებს: მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინის სრული დოზის ან უახლოესი 6 თვის განმავლობაში კორონა ვირუსის გადატანის დამადასტურებელი საბუთი, 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი. შეზღუდვები ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი