„ვარდების რევოლუცია“

23 ნოემბერი 2021, 19:09 1322 ნახვა

18 წელი ვარდების რევოლუციიდან. 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ხალხი პარლამენტის წინ მთელი სამი კვირის განმავლობაში აპროტესტებდა,თუმცა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის განკარგულებით, მეხუთე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მაინც დაინიშნა 22 ნოემბერს, 16:00 საათზე, თუმცა სხდომათა დარბაზში არ შევიდნენ არჩეული დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“, „ბურჯანაძე-დემოკრატებიდან“, „ლეიბორისტული პარტიიდან“ და „ახალი მემარჯვენეებიდან“. 22 ნოემბერს პარლამენტში არც კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და არც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა მიხეილ სააკაშვილსა და „სახალხო ლაშქართან“ ერთად შიშველი ხელებით აიღეს პარლამენტის შენობა. 23 ნოემბერს,20 საათსა და 45 წუთზე, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა. ხელში ვარდებით მოსული ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ცვლილებების პარალელურად, ხალხში  გაჩნდა უსამართლობის განცდა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი