პრაღაში კოვიდშეზღუდვებს აპროტესტებენ

23 ნოემბერი 2021, 14:52 766 ნახვა

ჩეხეთის დედაქალაქში არავაქცინირებული მოსახლეობისთვის კოვიშეზღუდვები გააპროტესტეს.  ახალი წესები დღეიდან ამოქმედდა და თებერვლის ბოლომდე დარჩება ძალაში.

ქვეყანაში აუცრელები საზოგადოებრივ ღონისძიებებს ვეღარ დაესწრებიან, კვების, კულტურული დაწესებულების ობიექტებში, სილამაზის სალონებსა და სასტუმროებში შესვლას ვეღარ შეძლებენ. 

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ადამ ვოიტეხის თქმით, აუცრელებს ადრე საზოგადოებრივ ადგილებში ვიზიტი პი-სი-არ ტესტებით შეეძლოთ, ახლა კი ამის უფლებაც აღარ აქვთ.

გამონაკლისს შეადგენენ მხოლოდ ისინი, ვინც კორონავირუსი ცოტა ხნის წინ გადაიტანა.

სამსახურში სიარულისთვის აუცრელებმა ტესტები კვირაში ერთხელ უნდა ჩააბარონ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში