CNN - ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებისთვის აშშ-ში ჩავიდა

24 ოქტომბერი 2025, 19:53 102 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი  კირილ დმიტრიევი მოლაპარაკებებისთვის აშშ-ში ჩავიდა.

ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. მათი ცნობით, დმიტრიევი მოლაპარაკებებისთვის მას შემდეგ ჩავიდა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა.

მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს შეხვდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კირილოვის ვიზიტი კრემლის მიერ უკრაინაში ომის დასრულებაზე უარის თქმის შემდეგ, ტრამპის მიერ პუტინთან შეხვედრის გაუქმების ფონზე ხდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე