ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებას მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც გააგრძელებენ, თუმცა ამ დროისთვის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს ამ მიზნით რუსეთისთვის გაყინული აქტივების გამოყენებაზე.
სააგენტო როიტერის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუშალა ბელგიის მხრიდან გამოთქმულმა შეშფოთებამ.
ასევე „რუსეთის აქტივები უნდა დარჩეს უძრავად მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომს არ შეწყვეტს და ომით მიყენებულ ზარალს არ აუნაზღაურებს“, - ნათქვამია დეკლარაციაში.ევროპული საბჭო უკრაინის დაფინანსების საკითხის განხილვას დეკემბერში დაუბრუნდება.