ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე მესამე ორთაბრძოლა მოიგო

23 ნოემბერი 2021, 13:21 982 ნახვა

იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ მე-3 გამარჯვება იზეიმა.

ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოს დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდებით შეხვდა. ლევანმა  მე-10 საშეჯიბრო დღეს აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირა კაისეი იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ამ დროისთვის ქართველის ბალანსი  3-7 ზე არის. შეგახსენებთ რომ ტრამვის გამო ტოჩინოშინმა 4 ბრძოლა გამოტოვა და ეს შეხვედრები წაგებად ჩაეთვალა.

დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ტოჩინოშინს დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან ყველას მოგება სჭირდება.

ელიტარულ დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად კი მინიმუმ 2 ორთაბრძოლა უნდა მოიგოს.

ნოემბრის სუპერტურნირის მე-11 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ჩიიოშომა იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში