მაღალმთიანეთში ისევ თოვს

10 დეკემბერი 2016, 00:00 3424 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში კვლავ ინტენსიურად თოვს. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე თითქმის 2 მეტრს აღწევს. ძლიერი ყინვის გამო პრობლემები შეიქმნა გადაადგილების კუთხით. ამ დრომდე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია სოფელ პანტნარის, გელაურასა და თაგოს,  ასევე ნაღვარევის,  ინწკვირეთის, კვიახიძეებისა და ლომინაურის მიმართულებით. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, თემებთან დამაკავშირებელი გზები ინტენსიურად იწმინდება. ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ხულო-შუახევი-ხიჭაურის  მონაკვეთზე ტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება. 

ამავე კატეგორიაში