ბათუმის სარაგბო კლუბმა სტუმრად თბილისის აკადემია დაამარცხა

19 ნოემბერი 2021, 17:51 1479 ნახვა

ბათუმის სარაგბო კლუბმა საქართველოს რაგბი დიდი 10-ის მეშვიდე ტურის შეხვედრა მოიგო.

შავიზღვისპირელებმა გასვლაზე თბილისის "აკადემია" 17-23 დაამარცხეს და აქტივში მორიგი გამარჯვება ჩაიწერეს.

ბათუმელთაგან ლელოები ჯინჭველაშვილმა და ძნელაძემ დადეს. 3 ჯარიმა და 2 ზუსტი გარდასახვა კი ნინიძის ანგარიშზეა. ამ გამარჯვების შემდეგ "ბათუმმა" სატურნირო ცხრილში ლიდერობა კიდევ უფრო განამტკიცა და 28 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

ბათუმის სარაგბო კლუბი შემდეგ შეხვედრას 27 ნოემბერს გასვლაზე სტეფანწმინდის "ყაზბეგის" წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში