ტოჩინოშინი ტრამვის შემდეგ კიუშუ ბაშოზე გამარჯვებით დაბრუნდა

18 ნოემბერი 2021, 12:38 1391 ნახვა

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ტრამვის შემდეგ ნოემბერის ბაშოზე გამარჯვებით დაბრუნდა.

ტოჩინოშინმა ტურნირის წინა დღით წელის ტრამვა მიიღო და კიუშუს ბოშოს 4 საბრძოლო დღე გამოტოვა.

მეხუთე საშეჯიბრო დღეს დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველი აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კაგაიაკის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

კიუშუ ბაშოს მე-6 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-14 მაეგაშირა ჩიიონოკუნი იქნება.

ქართველ სუმოისტს ელიტაში დასარჩენად მინიმუმ 5 გამარჯვება სჭირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში