კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განმარტება

10 მაისი 2016, 00:00 6147 ნახვა

ზუბალაშვილის 37 ნომერში, ყოფილი რკინიგზის სადგურის უკან, მდებარე შენობა რომლის დემონტაჟიც განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს არ ატარებს - განმარტება დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გააკეთეს. მირანდა ჩარკვიანის ინფორმაციით, მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, იმის შესახებ რომ ბათუმში კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაინგრა.  ჩარკვიანის ინფორმაციით, ზუბალაშვილის 37 ორი შენობის მისამართად ფიქსირდება და დოკუმენტებში არის უზუსტობა, ძეგლის სტატუსს ატარებს ხულოს 9 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომლის მისამართადაც ასევე ზუბალაშვილის 37 ნომერია მითითებული. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში