გოდერძის უღელტეხილსა და მაღალი ზონის სოფლებში გათოვდა. თოვლის საფარი 2-3 სმ აღწევს.
მოქალაქეების ინფორმაციით, გადაადგილების მხრივ შეფერხებები არ არის, პრობლემებია მხოლოდ ენერგომომარაგებაში.
მერიაში განაცხადეს, რომ დენი შეფერხებით მიეწოდებოდა დეკანაშვილების თემს, თუმცა მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია.