აზერბაიჯანში თურქი სამხედროები კიდევ ერთი წელი დარჩებიან

11 ნოემბერი 2021, 12:39 1038 ნახვა

თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში თურქული სამხედრო კონტინგენტის კიდევ ერთი წლით განთავსების წინადადებას მხარი დაუჭირა.

თურქი სამხედროების მანდატის გახანგრძლივებას მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტია“, მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტია“, „კარგი პარტია“ და „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“ მიემხრო.

ოპოზიციური „სახალხო დემოკრატიული პარტია“ კი წინააღმდეგ წავიდა.  გადაწყვეტილება თურქ სამხედროებს საშუალებას აძლევს, აზერბაიჯანში საზღვრისპირა ოპერაციები კიდევ ერთი წლის განმავლობაში განახორციელონ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში