რთული ეპიდვითარება საქართველოში. ბოლო რამდენიმე დღეა ინფიცირებულების რიცხვი თითქმის 6 ათასის ფარგლებშია.
როგორ განვითარდება სცენარი სპეციალისტების თქმით, ეს თავად მოქალაქეებზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ამ ვითარების გათვალისწინებით პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ. 1 დღეში გარდაცვლილთა რიცხვი 80-ს აღწევს.
შემცირებულია ნიღბის ტარების მაჩვენებელი, კლინიკებში კი მცირდება თავისუფალი საწოლების რაოდენობაც.
ინფიცირების შემთხვევები მომატებულია მოზარდებში, სწორედ ამ მიზნით, 12-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მშობლების ნებართვის საფუძველზე "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.