მომავალ წელს განათლების სამინისტროს დაფინანსება იზრდება

10 ნოემბერი 2021, 17:42 1086 ნახვა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 7 მილიონ 99 ათას  300 ლარით გაიზარდა და 71 მილიონ 000 300 ლარს შეადგენს.  

განათლების მინისტრის განცხადებით, იზრდება სტუდენტთა დახმარების პროგრამა და 2022 წელს პროგრამის ბიუჯეტი მილიონ ნახევარი ლარი იქნება. მომავალ  წელს  სწავლის გადასახადი - 1 300 სტუდენტს დაუფინანსდება.

დღესვე დარგობრივ კომიტეტზე განხილვისას აღინიშნა, რომ მიმდინარე  წელს  11 სკოლის მშენებლობა დასრულდება.

2022 წელს კი 38 სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია, დაიწყება 10 ახალი საგანმანათლებო დაწესებულების მშენებლობა, მათ შორის 3 ახალი სკოლა ბათუმში, ასევე ვაშლოვანში, განთიადში, დანისპარაულსა და უჩხოში.

ბათუმში დაგეგმილია   სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კორპუსის მშენებლობა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვისას დეპუტატებმა მმართველი გუნდიდან გასცეს რეკომენდაციები. სხდომას არ დასწრებია ოპოზიცია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში