გაწმენდითი სამუშაოები

05 დეკემბერი 2016, 00:00 3339 ნახვა

შტორმის შედეგად დანაგვიანებულ სანაპირო ზოლს ასუფთავებენ ბულვარში. ზღვისპირა პარკის  ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტიქიას ინფრასტრუქტურა არ დაუზიანებია. თუ რა რაოდენობის ზარალი მიაყენა ბათუმს უამინდობამ ეს ჯერ  უცნობია. სალიკვიდაციო სამუშაოებთან ერთად ზარალის დათვლაც გრძელდება. სანაპირო ზოლი სუფთავდება ქობულეთშიც. მოსახლეობის მხრიდან გამგეობაში ამ დრომდე  ზარალთან  დაკავშირებით განცხადებები არ შესულა-განმარტავენ ადგილობრივ გამგეობაში. უამინდობამ  გამგეობის შენობის სახურავის ნაწილი დააზიანა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი