ხულოში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ხოზრევანიძეების ოჯახს აჭარის მთავრობა დაეხმარება.
სოფელ ღურტაში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი დროებით უზრუნველყოფილი იქნება ქირით, შესაბამისი პროცედურების შემდეგ დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 15 000 ლარიანი დახმარება გაეწევა.
ხანძარი დღეს სოფელ ღურტაში გვიან საღამოს მოხდა, რის შედეგადაც ხოზრევანიძეების სამწევრიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა.