დინამო ჩემპიონობას მიუახლოვდა 

07 ნოემბერი 2021, 10:00 982 ნახვა

დღეს 2 საათზე ეროვნული ლიგის მორიგ ტურში, ქობულეთის შუქურა ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს, მატჩი პრინციპულია, რადგან ორივე გუნდი გასავარდნ ზონაშია და გამარჯვება ორივესთვის მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ბათუმის დინამოს, შავიზღვისპირელები გუშინ ლოკომოტივს ესტუმრნენ და ფრედ 0:0 ითამაშეს, თბილისის დინამოს მათთან მიახლოების შანსი მისცეს, თუმცა თბილისელები გორში დილასთან დამარცხდნენ და ბათუმი უახლოეს კონკურენტს 5 ქულით უსწრებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში