რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან, სადაც ოპოზიციას აქცია აქვს დაგეგმილი ხმაური იყო. შელაპარაკება აქციის ორგანიზატორებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა.
პოლიციამ ორგანიზატორებს ციხის წინ სცენის აწყობის უფლება არ მისცა. ნაციონალური მოძრაობა ციხესთან აქციას უვადოდ აანონსებს, მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილს ციხიდან კლინიკაში არ გადაიყვანენ.