საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა დიდი ბრიტანეთი დაამარცხა

06 ნოემბერი 2021, 00:42 1306 ნახვა

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა დიდი ბრიტანეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩში საქართველომ 6 ბურთიანი სხვაობით 32-26 ბრიტანეთის ნაკრებს მოუგო.

მეორე ტურის შეხვედრა საქართველოს ნაკრებს დღეს ფინეთთან ელოდება. ორივე გუნდს პირველი ტურის შემდეგ მოგებები აქვთ და ცხრილის სათავეში იმყოფებიან.

დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო 4 გუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ორი საუკეთესო ნაკრები გავა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში