"ბათუმი" დღეს "ქუთაისს" გასვლაზე დაუპირისპირდება

05 ნოემბერი 2021, 12:10 931 ნახვა

დღეს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება. ბათუმის საკალათბურთო კლუბი გასვლაზე ქუთაისში ადგილობრივ კლუბს დაუპირისპირდება.

სამი თამაშის შემდეგ ბერიშვილის გაწვრთნილ გუნდს 4 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზეა. რიონისპირელებს კი ორიდან ორი მოგება აქვთ.

იმერლები 4 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან. "ბათუმის" და "ქუთაისის" მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში 16:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გადაიცემა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში