ვაქცინაციის პროცესი სოფლებში

05 ნოემბერი 2021, 11:49 590 ნახვა

ვაქცინაცია სოფლად გრძელდება.  აჭარის  ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  იმუნიზაციის  ტემპის გაძლიერების მიზნით, ვაქცინაციის პრიორიტეტულობასა და  სარგებელზე სოფელ  ჭარნალის მოსახლეობას აჭარის ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელები შეხვდნენ.

მინისტრ ნინო ნიჟარაძის თქმით, მიზანია, რომ უფრო მეტი მოქალაქე დაარწმუნონ ვაქცინაციის მნიშვნელობაში, რომ წლის ბოლომდე მინიმუმ 60% სამიზნე მოსახლეობის იყოს აცრილი.

ამ დროისთვის აჭარაში სულ - 218 525 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი