აჭარაში ყველაზე დიდი კოვიდმიმღები კლინიკის რეანიმაციაში ადგილები შევსებულია

05 ნოემბერი 2021, 12:08 995 ნახვა

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთული და უკიდურესად საყურადღებოა. დღეს კიდევ  5 ათასზე მეტი  ადამიანი დაინფიცირდა.  62  კი გარდაიცავალა, რომელთა შორისაც 99% აუცრელია, ამბობენ სპეციალისტები, ამიტომ პანდემიის მართვის მოდელი იცვლება.  

ე.წ. ლოკდაუნები, ჩაკეტვები, ტრანსპორტის შეჩერება არ განიხილება, მაგრამ  არაპირდაპირი ე.წ. დისკომფორტის, „მწვანე პასპორტის“  შემოტანა ქვეყანაში უკვე დღის წესრიგშია. 

ჰოსპიტალში მობილიზებულია 8 ათას 871 საწოლი, აქედან დაკავებულია 6 ათასზე მეტი. ანუ მალე შესაძლოა შეიქმნას საწოლების დეფიციტიც რეანიმაციებში.  

ვაქცინაცია სამწუხაროდ საქართველოში გაიყინა ერთ ადგილზე, აცრილია სრული მოსახლეობის მეოთხედი - ამბობენ სპეციალისტები.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი