რამდენად იცავენ კოვიდრეგულაციებს?

04 ნოემბერი 2021, 14:44 1310 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს წევრები ამბობენ, რომ ეპიდვითარების შესამსუბუქებლად აუცილებელია გაიზარდოს საზოგადოების პასუხისმგებლობა. ამ ვითარებაში გადამწყვეტად მიაჩნიათ რეგულაციების დაცვა და მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან მკაცრი მონიტორინგი.

მიუხედავად დაწესებული რეგულაციებისა,  თავშეყრის ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრები ხშირ შემთხვევში არ იკეთებენ პირბადეს, არ იცავენ დისტანციას, ტრანსპორტი ძირითადად  გადატვირთულია. 

ამ რეალობის მიუხედავად მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები აცხადებენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულარულად ამოწმებენ იცავენ თუ არა მგზავრები და მძღოლები დაწესებულ რეგულაციებს. თუმცა როგორია მონიტორინგის შედეგები, რამდენი ჯარიმა დაიწერა, ზუსტი მონაცემები უცნობია.   

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი