თურქეთი მოსახლეობის მესამე ბუსტერული დოზით აცრას იწყებს

04 ნოემბერი 2021, 14:02 826 ნახვა

თურქეთში   ფაიზერ-ბიონტეკის ვაქცინის ორი დოზით აცრილები  მესამე,  ბუსტერულ დოზას მიიღებენ.  თურქეთში 11 მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი უკვე სრულად არის აცრილი. 

მინისტრის თქმით,  ფაზერ-ბიონტეკის დამატებითი ვაქცინაციის კამპანია ხუთშაბათს ხანდაზმულებისთვის, ქრონიკული ავადმყოფებისთვის, ჯანდაცვის თანამშრომლებისთვის და სხვა მაღალი რისკჯგუფების წარმომადგენლებისთვის  დაიწყება. თურქეთში კოვიდსაწინააღმდეგო  ვაქცინის ორი დოზა მოსახლეობის 59%-მა მიიღო.

"ეს მაჩვენებელი უნდა აღემატებოდეს 70%-ს, რათა ჯოგურ იმუნიტეტს მივაღწიოთ", - აღნიშნა კოჯამ. ბოლო დღე-ღამეში თურქეთში  კოვიდ-19-ის  29ათას  764 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 246 ადამიანი გარდაიცვალა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი