დაბა ქედაში ელექტრო მიკროავტობუსი იმოძრავებს

02 ნოემბერი 2021, 14:00 1310 ნახვა

ქედაში ელექტრომიკრავტობუსი იმოძრავებს, გადაადგილება კი მოსახლეობისთვის უფასო იქნება.

ტრანსპორტი მუნიციპალიტეტმა იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა.  იგი  დაბის ძირითად ქუჩებს მოემსახურება.

ელექტროტრანსპორტი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. იაპონიისგან მერიამ  77 235 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი