სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - პენიტენციური სამსახური 

01 ნოემბერი 2021, 17:26 621 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს ინფორმაციას, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება. ამის შესახებ უწყებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

''ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება სიმართლეს არ შეესაბამება. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან'' - წერია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ იგეგმება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის ჰოსპიტალში, სადაც შესაძლოა დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მისი გატაცება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში