„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, საჯარო სკოლის დირექტორების გადამზადების მეორე ეტაპს იწყებს. გადამზადების პირველი ეტაპი დირექტორებმა ლიდერობის პირველი აკადემიის ფარგლებში 2016 წლის აგვისტო - ოქტომბერში გაიარეს. ლიდერობის მეორე აკადემია მთლიანობაში 6 მოდულისგან შედგება. აქედან ორ მოდულს საჯარო სკოლის დირექტორებსა და პროექტის სკოლის ბაზაზე შერჩეულ ფასილიტატორებს 2016 წლის დეკემბერში, ასევე 2017 წლის იანვარსა და აპრილში შესთავაზებენ.