საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.
კელი დეგნანმა, იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა გამოვა და მისცემს ხმას, რომ ლიდერები გახადონ ანგარიშვალდებული.
„ეს არის დღე, როდესაც მოქალაქეები გამოდიან და ხმას აძლევენ, რომ ანგარიშვალდებული გახადონ თავიანთი ლიდერები. ამ დროს მოსახლეობას სურს, დარწმუნებული იყოს, რომ ლიდერებმა იციან მათი პრიორიტეტების შესახებ; იქნება ეს სამუშაო ადგილები, გზები, წყალი თუ ჯანდაცვა. ეს არის დღე, როდესაც მოქალაქეების ხმა ისმის.
მოხარული ვარ, რომ ვიზიტისას ვნახე ძალიან მშვიდი გარემო, კარგად ორგანიზებული საარჩევნო სივრცეები. კარგად არიან მომზადებული კოვიდთან დაკავშირებით და ძალიან კარგად არის უზრუნველყოფილი, რომ ხმის მიცემა იყოს უსაფრთხო. ასე რომ, ვიმედოვნებ, მოსახლეობა გამოვა და მისცემს ხმას, რომ მათი ხმა გაისმას და ლიდერები გახადონ ანგარიშვალდებული. ეს არის დემოკრატიის არსი და საქართველოს მოსახლეობა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი.
ჩვენ ვულოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომ ხმის მიცემას ასე სერიოზულად უდგებიან“, – განაცხადა კელი დეგნანმა.