სათხილამურო კურორტების განვითარება

09 მაისი 2016, 00:00 4131 ნახვა

სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალი და სათხილამურო სპორტის განვითარების პერსპექტივები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებმა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ახლად არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა პატრიკ ლანგმა სურვილი გამოთქვა, საკუთარი გამოცდილება და მნიშვნელოვანი კონტაქტები გამოყენოს საერთაშორისო პროექტების განსახორციელებლად და საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატების ჩასატარებლად.

 

ამავე კატეგორიაში