ვაქცინაციის სოფლებში - შეხვედრა მოსახლეობასთან

27 ოქტომბერი 2021, 10:12 709 ნახვა

ვაქცინაციის ტემპის გასაძლიერებლად რამდენიმე დღეა აჭარის 5 სოფელში ვაქცინაციის მარათონი გრძელდება.

სპეციალისტები  ცდილობენ მოქალაქეები დაარწმუნონ  ვაქცინაციის მნიშვნელობაში. ამ მიზნით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ქობულეთში სოფელ გვარაში  სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა  და მშობლებს შეხვდა. 

აჭარაში ყველა მუნიციპალიტეტის ამბულატორიებშია შესაძლებელი ვაქცინაცია ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის პრეპარატებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი