კორონავირუსის შემთხვევების გამო დაბა ხულოს ბაღი დროებით დაიხურა

26 ოქტომბერი 2021, 11:50 881 ნახვა

კორონავირუსის დაფიქსირების გამო ორი კვირით სააღმზრდელო პროცესი შეწყდა  დაბა ხულოს საბავშვო ბაღში. ვირუსი აქ ერთ-ერთ აღმზრდელს დაუდასტურდა. მერიაში განმარტეს, რომ დაწესებულებაში  სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

რაც შეეხება სხვა საბავშვო დაწესებულებებს, აქ მეცადინეობა ყველგან მიმდინარეობს, სააღმზრდელო  პროცესი გუშინ განახლდა ღორჯომშიც, სადაც ინფიცირების შემთხვევების გამო ბაღი დროებით დაკეტილი იყო. მერიის ინფორმაციით  ხულოში ბაღების თანამშრომლების 80 % აცრილია

აჭარაში ამ დროისთვის დახურულია 6 ბაღი და 7 სააღმზრდელო ჯგუფი. რაც შეეხება სკოლებს, განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ მონაცემებს პარასკევს შეაჯამებენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში