ჯონსონი - გაერთიანებული სამეფოსა და რუსეთის ურთიერთობებში სირთულეებია

26 ოქტომბერი 2021, 11:01 479 ნახვა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

„ბორის ჯონსონმა გარკვევით აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოსა და რუსეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ორმხრივი სირთულეები არსებობს, მათ შორის 2018 წელს სოლსბერიში მომხდარ მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტის მნიშვნელობას“, - განაცხადა დაუნინგ სტრიტის პრესსპიკერმა სატელეფონო საუბრის შემდეგ.

კრემლის ინფორმაციით კი ორმა ლიდერმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და "გამოთქვეს საერთო აზრი, რომ არსებული პრობლემების მიუხედავად მოსკოვმა და ლონდონმა რიგ სფეროში თანამშრომლობა უნდა დაამყარონ“.

კრემლის ცნობით, მხარეები „საუბრისას განხილულ საკითხებზე აუცილებელი კონტაქტების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი