პროექტ „ლაბორატორიის“ ფარგლებში ბათუმში გამოფენა გაიმართა. პროექტისთვის შერჩეულმა 6-მა მხატვარმა 18 ნამუშევარი გამოფინა.
სწორედ ეს ნამუშევრები გახდა მუსიკოსებისთვის, მწერლებისთვის, რეჟისორების ინსპირაციის წყარო ნამუშევრებში წარმოდგენილ თემატიკაზე შეექმნათ ნაწარმოებები. პერფორმანსების ჩვენება 3 დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            