სააკაშვილის შიმშილობის 23-ე დღე

23 ოქტომბერი 2021, 18:15 711 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექს პრეზიდენტთან იმყოფებოდა. ციხის დატოვების შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა,თუმცა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია თქვა, რომ მათი დიალოგი მედიასთან სალაპარაკო არ არის. გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა,რომ მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად სისუსტე არ ეტყობა ,თუმცა შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდება.

სააკაშვილის გუნდის ყოფილმა წევრმა ,თქვა რომ პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი ადამიანური ურთიერთობებია და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები აკავშირებს. ამჟამად ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ექიმები ხვდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი