‘’კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში"- ამ შინაარსის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია იმართება ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. კონფერენციაში 80-მდე მონაწილეა ჩართული, მათი ნაწილი დისტანციურად ონლაინ ერთვება.
საერთაშორისო კონფერენცია დღეს დაიწყო და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიება აჭარის განათლების სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარეობს, კონფერენციის პარალელურად პედაგოგების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო , დარბაზში 30 მდე ნაშრომია წარმოდგენილი.