სასამართლომ „თბილისის პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებული 27-ვე პირი პატიმრობაში დატოვა

21 ოქტომბერი 2021, 17:15 1234 ნახვა

თბილისის საქალაქო სასმართლომ, 5 ივლისს „თბილისის პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებული 27-ვე პირი პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.

ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვდა.

ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ნაწილი კი მათ მიმართ სისხლი სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი