''მოდერნასა'' და ''ჯონსონის'' ვაქცინების ''ბუსტერ'' დოზით აცრით ნებართვა გაიცა

21 ოქტომბერი 2021, 10:35 835 ნახვა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „მოდერნასა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ე.წ. „ბუსტერ“ დოზის გამოყენების ნებართვა გასცა და ასევე განაცხადეს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერი პრეპარატით აიცრან, მიუხედავად იმისა, რომელი ვაქცინით არიან მანამდე ვაქცინირებულები

კვირის ბოლოს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის საკონსულტაციო კომიტეტი შეიკრიბება და გასცემს რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, ვინ და როდის უნდა მიიღოს ვაქცინების დამატებითი დოზა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი