მეწყერი წაბლანაში

20 ოქტომბერი 2021, 11:06 875 ნახვა

ძლიერი წვიმის  გამო  კვლავ გააქტიურდა მეწყერი სოფელ წაბლანაში. მიწის მასამ ზამლეთი ხიხაძირის ცენტრალური გზა ჩახერგა. ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია.

რაც შეეხება სოფელ წაბლანას, მოსახლეობა  ალტერნატიული შიდა გზით სარგებლობს.  

აქ  ერთ-ერთი შიდა გზა მეწყრის წინა შემთხვევის გამო დღემდე ჩაკეტილია და გეოლოგების რეკომენდაციით, ამ ადგილზე ტექნიკის მუშაობა ამ დროისთვის დაუშვებელია.

უხვი ნალექის შედეგად ხულოში პარალელურად მცირე მეწყრული პროცესები გააქტიურდა ვაშლოვანსა და ჩაოშიც, თუმცა გზებზე გადაადგილება არ შეფერხებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში