სააკაშვილი არის ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტი - პრემიერი

19 ოქტომბერი 2021, 13:52 716 ნახვა

''სააკაშვილი არის ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ვითომ შიმშილობს, მეორეს მხრივ კი უნდა, რომ ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე'' - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

საქართველოს პრემიერ- მინისტრი ამბობს, რომ მისი მოწოდებები და მასკარადი არის სამარცხვინო, სააკაშვილი ცდილობს საზოგადოების მოტყუებას.

 ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილზე აღარ ილაპარაკებს.

''მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, ვინაიდან  გარდა აქტუალური საკითხებისა, ყოველდღე გვიწევს პატიმარ სააკაშვილზე საუბარი. არჩევნების შემდეგ მე და გუნდის წევრებსაც მინდა ვთხოვო აღარ გავაკეთებთ სააკაშვილზე კომენტარს. მანამდე კი არჩევნებია და მოსახლეობას უნდა შევახსენოთ მჩაგვრელი, მწამებელი და მკვლელი სააკაშვილის მძიმე საქმიანობაზე. იგი არის პატიმარი და მოიხდის სასჯელს მინიმუმ 6 წელი. 

რაც შეეხება მის მოწოდებებს და შოუს ეს მასკარადი არის შეურაცხმყოფელი ქმედება მისი მხრიდან. ცდილობს საზოგადოების მოტყუებას. ეს არის სამარცხვინო სიტუაცია. დავამთავროთ ეს არჩევნები და გადავიდეთ საქმის კეთებაზე'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი