თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 10 ქვეყნის ელჩები დაიბარეს, მათ შორის აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის. დაბარების მიზეზი ამ ქვეყნების საელჩოების მიერ გავრცელებულ ერთობლივი განცხადებაა, რომელშიც ისინი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმანა კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული განცხადება შეიცავს მოწოდებას ავალას საქმის სამართლიანი და სწრაფი გადაწყვეტისკენ.
საელჩოების განცხადებით, დაკავებული კავალას საქმე ჩრდილს აყენებს დემოკრატიის პატივისცემას. ბიზნესმენი ოსმან კავალა თურქეთში ოთხი წლის წინ დააკავეს და მას თავდაპირველად ბრალად ედებოდა 2013 წლის გეზის პარკის გამო გამართულ პროტესტებთან და შემდგომ არეულობებთან კავშირი. გასულ წელს მას 2013 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებები მოუხსნეს, თუმცა წელს ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და დაკავებულის წინააღმდეგ დაემატა ახალი საქმე, რომელიც 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება.